პრემიერ მინისტრი „მეღვინეობა მუკუზანის“ სამუშაო პროცესს გაეცნო
20-05-2020, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით სოფელზე ზრუნვისთვის გათვალისწინებული შეღავათები კახეთის რეგიონში ადგილობრივ მეწარმეებს დღეს პრემიერ მინისტრმა პირადად გააცნო - გიორგი გახარიამ მუკუზანის ნადარბაზების ვენახები დაათვალიერა და ქარხანა - ,,მეღვინეობა მუკუზანის" სამუშაო პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან,  კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და პარლამენტის წევრ დავით სონღულაშვილთან ერთად გაეცნო.

 

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში ვენახს, ყურძენს და ღვინოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მისივე თქმით, ვაზი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და უძველესი ტრადიციების უნიკალური სიმბოლოა, ღვინის წარმოებას კი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკაში და სწორედ ამიტომ, მთავრობა მაქსიმალურად დაეხმარება აღნიშნულ დარგს.

 

 

აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ სოფელზე ზრუნვისთვის შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმით 300 მლნ ლარი მობილიზდა, რაც დაეხმარება ფერმერებს შეღავათიან ფასად შეიძინონ დიზელი, ფინანსური დახმარებით შეიძინონ სასუქები, მცენარეთა დაცვის და მოვლის საშუალებები, სათესლე და სარგავი მასალები, შეღავათები შეეხება ხვნის სამუშაოების საფასურს.

 

 

პრემიერ მინისტრის თქმით, ფერმერებს სრულად ჩამოეწერებათ 8 მლნ ლარის ოდენობის დავალიანება 2012-2019 წელს, ასევე 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების საფასურს მთლიანად სახელმწიფო გადაიხდის.

 

 

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ეს განსაკუთრებული მიდგომა შედეგს გამოიღებს. გიორგი გახარიამ ადგილობრივ მწარმოებლებს უხვი მოსავალი უსურვა და აღნიშნა, რომ ეს მოიტანს როგორც გლეხების კეთილდღეობას, ისე მთელი ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი