თავდაცვის სამინისტროში თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად დისტანციური სწავლების მეთოდები აქტიურად გამოიყენება
20-05-2020, 13:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, თავდაცვის სამინისტრო და სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა აქტიურად განაგრძობენ თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლების პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, წარმატებით დასრულდა საერთაშორისო უსაფრთხოების კურსი, რომლის სპიკერები იყვნენ როგორც ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაილის ინსტიტუტის ექსპერტები, ასევე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. კურსში მონაწილეობა მიიღო გენერალ-ლეიტენანტმა ტონ ვან ლუნმა, რომელიც 2006-2007 წლებში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის მისიის სამხრეთის რეგიონულ სარდლობას ხელმძღვანელობდა. გენერალმა განიხილა საერთაშორისო უსაფრთხოების ტენდენციები და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემაში ნატოს როლი.

 

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა საერთო სასწავლო ციკლში დისტანციური სწავლების კომპონენტის ინტეგრირებას ეფექტიანად ახორციელებს. ამ პროცესში სკოლას მხარს უჭერს ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის კონსორციუმის დისტანციური სწავლების სამუშაო ჯგუფი, ასევე ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის ჯეფერსონის ინსტიტუტის ჩართულობით და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაილის ინსტიტუტი. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია დისტანციურად ჩატარდეს ვიდეო ლექციები, ონლაინ კურსები და მასტერკლასები შემდეგ საკითხებზე: საბაზისო კიბერუსაფრთხოება, სტრესის მიმართ მედეგობა, თანამშრომელთა მართვა და ორგანიზაციის განვითარება, ეროვნული უსაფრთხოება - რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში, ევროკავშირი - როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების აქტორი, პროფესიული წერა და საქმიანი კომუნიკაცია. აქტივობებში ტრენერებად როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი