ირაკლი ალასანია: ივანიშვილის პრობლემა ისაა, რომ "ნაციონალები" გამოაცხადა მოსისხლე მტრებად და მიდის მათზე ნადირობა
21-09-2015, 01:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გადაცემა "მთავარ თემაში" სტუმრობისას ირაკლი ალასანიამ იმ მთავარ ფაქტორებზე ისაუბრა, რამაც კოალიციას 2012 წლის არჩევნების მოგების შანსი მისცა. მისი თქმით, ივანიშვილისნაირი ოდიოზური ფიგურა ვერ შეძლებდა პოლიტიკაში მოსვლას, რომ არა სააკაშვილის შეცდომები, რაც მან 2007 წლიდან დაუშვა.


"მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მე და ჩემი თანაგუნდელებიც, ვემსახურებოდით სახელმწიფოს და მის ინტერესებს. როდესაც დავინახეთ, რომ სააკაშვილს სხვა მიმართულებით მიჰყავდა ქვეყანა და გადაუხვია დემოკრატიის გზიდან, რაც უკვე 2007 წლის ბოლოდან გამოჩნდა თორემ, მანამდე აბსოლუტურად სწორად მიჰყავდათ ეს ქვეყანა და სწორი რეფორმები იყო გატარებული, დავუპირისპირდი და წავედი მის ოპოზიციაში. ამ ბრძოლოს დროს არსად არ იყო და არ ჩანდა ბიძინა ივანიშვილი, პირიქით, მაშინ ის აფინანსებდა სააკაშვილს.


მან დაინახა სწორი დრო, როდის შემოსულიყო პოლიტიკაში. და ეს სწორი დრო შევუქმენით ჩვენ, ყველა იმ ადამიანმა, ვინც დაპირისპირებული ვიყავით საკაშვილთან. მან შეიტანა ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი, რომ უსისხლოდ დამთავრდა ყველაფერი. იმის გამო, რომ სააკაშვილმა მთლიანად ჩაკეტა პოლიტიკური სივრცე, სწორედ ამან განაპირობა, ბიძინა ივანიშვილისნაირი ოდიოზური ფიგურა მოსულიყო პოლიტიკაში. ეს ისტორიას უნდა ჩაბარდეს, ოდიოზური ფიგურები საქართველოს აღარ სჭირდება. ჩვენ გვჭირდება ღია, გახსნილი, პროგრესული ადამიანები, ვინც არ შეუშინდება ოპოენეტების განსხვავებულ აზრს. და მათ არ ჩათვლის მტრებად. ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების პრობლემა ისაა, რომ "ნაციონალები" გამოაცხადეს მოსისხლე მტრებად და მიდის მათზე ნადირობა. ივანიშვილი არ არის თვითკრიტიკული, მას ჰგონია ყველაფერი იცის დედამიწის ზურგზე, გამოსავალს ეძებენ პრობლემის სხვაზე გადაბრალების კუთხით.


ალასანიამ გადაცემაში ასევე ისაუბრა 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებების რეალურ მხარეებზე, მისი თქმით, ის დაპირებები გათვლილი იყო მხოლოდ იმაზე,  კოალიცია მოსულიყო ხელისუფლებაში: "დაპირებები გათვლილი იყო მხოლოდ არჩევნების მოგებაზე. მაგრამ, მათ შეეძლოთ შეესრულებინათ გაცემული დაპირებების 50%-ი, რომ ეს სამი წელი არ დაკარგულიყო მხოლოდ გადაბრალებებში და ოპონენტების დევნაში და მთავრობა ყოფილიყო ეფექტური მენეჯერებით დაკომპლექტებული”-აღნიშნა ალასანიამ.


წყარო: http://news.ge/

 

კომენტარები: 1
#1   Irina Dadiani
      
თქვენ პირადად რა გაქვთ გაკეთებული საქართველოსთვის?
კარგი იქნებოდა, თქვენი ღვაწლის შესახებ დაგეწერათ.
ამ სტატიაში თქვენ ნაციონალების თანამდებობების შენარჩუნებაზე ზრუნავთ. ნაციონალებს აქვთ საქართველოს ძარცვის გამოცდილება,...
სწორი გეზით მიყავდათ ქვეყანა 2007 წლამდეო. გაძარცვეს საქართველო... გაანადგურეს ქართული გენი და ეს იყო სწორი გეზი? ნადირობა მიდისო... ნადირობას რას ეძახით? გადაჭამეს საქართველო და პასუხი არ უნდა მოეთხოვოთ?
"იდიოზური ფიგურაო", სხვა დახასიათება ვერ მოძებნეთ? ეტყობა, ძალიან გაღიზიანებთ...
10 ოქტომბერი 2015 07:31
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი