უკრაინის პროკურატურამ დეპუტატ ანდრეი დერკაჩის მიმართვის საფუძველზე წინასასამართლო გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
საქმე ეხება უკრაინელი დეპუტატის მიერ პროკურატურაში გადაგზავნილ აუდიოჩანაწერებს, რომელშიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსა და აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ხმებთან მიმსგავსებული ადამიანების საუბრები ისმის. ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ პოროშენკო და ბაიდენი განიხილავდნენ უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის ვიქტორ შოკინის გადაყენებას, რის სანაცვლოდაც აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას ჰპირდება.
გავრცელებული ცნობით, დერკაჩის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო ღალატისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.