საბერძნეთში გამართულ რიგგარეშე საპრალამენტო არჩევნებში გამარჯვება კვლავ მემარცხენე იდეოლოგიის პარტია "სირიზამ" მოიპოვა. ამ დროისთვის ბიულეტენები თითქმის უკვე დათვლილია.
"სირიზამ", რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ხელმძღვანელობს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 35,47% მიიღო, მეორე ადგილი კონსერვატიულმა "ახალმა დემოკრატიამ" დაიკავა და 28% მოიპოვა.
ციპრასს მთავრობის ფორმირებისთვის სხვა ძალებთან კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება მოუწევს, რადგან მისმა პარტიამ აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა.
"ახალი დემოკრატიის" ლიდერებმა დამარცხება მას შემდეგ აღიარეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სირიზას 35 %-იანი მხარდაჭერა, ხოლო მის მთავარ მოწინააღმდეგე კონსერვატორებს 28% აქვთ მიღებული, ხმების დათვლილი 21%-იდან.
"ახალი დემოკრატიის" ლიდერმა ვანგელის მეიმარაკისმა განაცხადა: "არჩევნების შედეგები, ჩანს, რომ ბატონი ციპრასისა და მისი პარტიის გამარჯვებით სრულდება. მე ვულოცავ მას და დაჟინებით მოვუწოდებ, შექმნას ისეთი მთავრობა, როგორიცაა საჭირო".

- See more at: http://guardian.ge/5330-saberdznethis-riggareshe-archevnebshi-aleqsis-ciprasis-partia-liderobs.html#sthash.pb1BOjPa.dpuf

ალექსის ციპრასის განცხადებით, საბერძნეთს წინ რთული გზა ელოდება და ფინანსური კრიზისის დასაძლევად დაუღალავი შრომაა საჭირო. ბოლო 6 წლის განმავლობაში საბრძნეთში ვადამდელი არჩევნები უკვე მეხუთედ ტარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.