გიორგი გახარია: „ვავალებ შემოსავლების სამსახურს, სწრაფად და ეფექტურად გაიცეს კომპენსაციები“
21-05-2020, 11:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოციალურ-ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმის მიხედვით, ჩვენი მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღებენ კომპენსაციას 1 200 ლარის მოცულობით, მაგრამ ამ კომპენსაციის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური თანამშრომლობა, როგორც მთავრობასა და მოქალაქის, ასევე მთავრობასა და კონკრეტულ ბიზნეს ოპერატორებს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

 

 

გიორგი გახარიამ მოუწოდა ყველა იმ ბიზნეს ოპერატორს, რომელსაც მოუწია თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა, უფრო ეფექტურად და შედეგიანად ითანამშრომლოს შემოსავლების სამსახურთან, ფინანსთა სამინისტროსთან, რათა ამ მოქალაქეების რაოდენობა იყოს უფრო დეტალურად დაფიქსირებული და არ დარჩეს დახმარების გარეშე არცერთი ის მოქალაქე, რომელსაც ასეთი დახმარება სჭირდება.

 

 

„ასევე, მინდა დავავალო შემოსავლების სამსახურს, რომ ის მონაცემები, რომლებიც აუცილებელია, სწრაფად და ეფექტურად გაიცეს ეს კომპენსაციები, იყოს შეგროვებული რაც შეიძლება მალე, უმოკლეს ვადებში იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ, რომელსაც ასეთი დახმარება მთავრობის მხრიდან სჭირდება, ეს დახმარება მიიღოს დროულად. ამ დახმარების ფასი არის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ამ დახმარებას მოქალაქეებს დროულად ვაძლევთ მაშინ, როდესაც მათ ეს სჭირდებათ“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი