საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობის კომპენსაცია იმ ადამიანებსაც შეეხებათ, რომლებიც დეკრეტში იყვნენ და შესაბამისად, 2020 წლის პირველი კვარტლის ერთ-ერთ თვეში ხელფასი საერთოდ არ დარიცხვიათ.
მისი თქმით, კომპენსაციის მისაღებად კომპანიებმა ასეთი დასაქმებულების სიები უნდა წარადგინონ.
„იყო სეგმენტი, ვინც იყო დეკრეტში გასული. იყო დეკრეტში, მაგრამ ამ პერიოდში არ ერიცხებოდა ხელფასი. შესაბამისად, იმ პრინციპს, რომ პირველი კვარტლის ერთ-ერთ თვეს მაინც ერიცხებოდეს ხელფასი, არ აკმაყოფილებდა. თუმცა, მუშაობდა, იყო გაფორმებული, მაგრამ დეკრეტში არ ერიცხებოდა ხელფასი. იმ ადამიანებსაც, თუ წარმოგვიდგენს კომპანია ამ ადამიანების სიას, იმათაც მოვახვედრებთ ამ საკომპენსაციო პაკეტში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.