თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
21-05-2020, 14:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მასშტაბური სამუშაოების შედეგად, კაპიტალურად შეკეთდება 1 000 კვ.მ ფართობი, სადაც ამორტიზებულ ასფალტს  ახალი ორფენიანი საფარი შეცვლის. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ასევე,  ტროტუარი და  ბორდიური მოეწყობა. 

 

 

მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო.

 

 

„ჩვენი რაიონისთვის მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცენტრალურ ქუჩებზე ამორტიზებული სამანქანო გზა  გარკვეულ შეფერხებებს იწვევს. მთაწმინდის გამგეობა მაქსიმალურად ცდილობს მსგავსი პრობლემების უმოკლეს დროში მოგვარებას და მოსახლეობისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას. ახლახანს დასრულდა მაჭავარიანის ქუჩის  სრული რეაბილიტაცია, ხოლო პარალელურად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

 

 

ტატიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება.

 

 

საგზაო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „პარმა“ ასრულებს და  მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 100 000 ლარი არის გათვალისწინებული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი