„აქ ჩამოსვლა ისეთივე უსაფრთხო იქნება, როგორც აქამდე უსაფრთხოდ ვუძღვებოდით ჩვენ ამ სიტუაციას. საქართველო ძალიან უსაფრთხოა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იმიჯი კიდევ უფრო განვამტკიცოთ და სრულიად მსოფლიოს გავაცნოთ - საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქვეყანაში ტურიზმის სექტორის ამოქმედების და უცხოელი ტურისტების შემოსვლის საკითხზე საუბრისას.
ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ მხრივ ძალიან დიდი ინტერესია სხვა ქვეყნების მხრიდან და ის ყოველდღიურ კომუნიკაციაშია თავის უცხოელ კოლეგებთან.
„მერწმუნეთ, ძალიან დიდი ინტერესია, გუშინაც გვქონდა შეხვედრა უნგრეთის ელჩთან. პრაქტიკულად ყოველდღიურად მაქვს სატელეფონო ზარები და ონლაინ შეხვედრები ჩემს კოლეგებთან - ტურიზმის, ტრანსპორტის თუ ეკონომიკის მინისტრებთან - როგორც ევროპული სახელმწიფოებიდან, ასევე ზოგადად ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში“ - აღნიშნა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.