კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე, წამყვანი ბრიტანული და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები "პანორამა თბილისის" მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან.
"მოგმართავთ თხოვნით, გადადგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ აღნიშნულ წინადადებაზე უარი ითქვას და თბილისის ისტორიული უბნები დაცული იყოს მშენებლობისგან", - ნათქვამია წერილში.
ათზე მეტი ორგანიზაციის წარმომადგენელი, მათ შორის ორგანიზაცია "დავიცვათ ევროპის მემკვიდრეობა", საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს გიგლა აგულაშვილს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილ და თბილისის მერს დავით ნარმანიას წერილით მიმართავენ.
"თბილისი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული ისტორიული დედაქალაქი, ამჟამად საფრთხის ქვეშაა", - ნათქვამია წერილში, რომლის ხელმომწერთა მოსაზრებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში დედაქალაქში განხორციელებული ახალი სამშენებლო პროექტები ჩრდილავენ მის ისტორიულ ნაწილს.
წერილის ავტორების მოსაზრებით, თუ თბილისი ისტორიულ იერს დაკარგავს, ის ტურისტებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდება.
საერთაშორისო ორგანიზაციები ასევე, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობის წევრებს, დაიცვან ქალაქის ისტორიული ნაწილი და აღნიშნავენ, რომ დედაქალაქის მომავალს საერთაშორისო საზოგადოება დიდი ინტერესით აკვირდება. აღნიშნული წერილი 18 სექტემბერს არის გამოქვეყნებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.