საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, ისევე როგორც კომენდანტის საათის გაუქმება, რა თქმა უნდა, ქვეყანაში აქტივობას, ჩვენი მოქალაქეების მობილობას გაზრდის. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკურად უფრო აქტიურები გავხდეთ, თითოეულ ოჯახში, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს შემოსავალი. მიუხედავად ამისა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ ფრთხილად,- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე თქმით, საქართველოს შესწევს ძალა, კრიზისი აქციოს შესაძლებლობად და იყოს კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი.
„გაუაზრებელი, ერთბაშად მოხსნა, იმ შეზღუდვების, რომლებმაც ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, ეფექტურად გვემართა ვირუსი, არის უპასუხისმგებლო ნაბიჯი და, შესაბამისად, ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლი ხელიდან გავუშვათ, სწორედ, ამიტომ გვჭირდება ჩვენ გარკვეული შეზღუდვები, ამიტომ მივმართეთ პარლამენტს და მოვუწოდებთ ყოველდღიურად თითოეულ მოქალაქეს, რომ დაიცვან ის ელემენტარული წესები, რომელიც საჭიროა, რომ ვაკონტროლოთ ვირუსის გავრცელება დ ამით შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს ეკონომიკური აღორძინების შესაძლებლობა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა და შეგვწევს ძალა, რომ ეს კრიზისი ვაქციოთ შესაძლებლობად ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის და საქართველო იყოს ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი იმ გლობალურ კონკურენციაში, რომელიც უახლოეს დღეებში და თვეებში დაიწყება,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.