გიორგი გახარია: „საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გარკვეული შეზღუდვები დაგვჭირდება, რომლებიც აუცილებელია, რომ გავუმკლავდეთ ვირუსს და ფრთხილად, მაგრამ ეფექტურად ავამუშაოთ ეკონომიკა“
21-05-2020, 16:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს საქართველოში covid-19-ის ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს, სტაციონარში მკურნალობას გადის, ერთდროულად, 224 ადამიანი. გლობალური პანდემიის შემდგომ გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ქვეყანა ნელ-ნელა, რაციონალურად და ფრთხილად ცხოვრების ნორმალურ წესს დაუბრუნდეს. 
 


სამწუხაროდ, დღეს დაზუსტებით ვერავინ ამბობს პოსტკოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას მოქალაქეების წინაშე. ვალდებულება ნელ-ნელა, ფრთხილად, ეფექტურად და გააზრებულად დავუბრუნდეთ ჩვენს ნორმალურ ცხოვრებას როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური მიმართულებით, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამიტომ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად კომენდანტის საათი, თუმცა, ვირუსი არსად წასულა. ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელზეც დღეს დაზუსტებით მსოფლიოში ვერავინ ამბობს. ამიტომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ ჩვენი პასუხისმგებლობა როგორც მთავრობის, ისე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო მეტად იზრდება. მოთხოვნა სოციალური დისტანციის, პირბადის და სხვა იმ მოთხოვნების, რომლებსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიყენებენ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი,- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
 


მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში საჭირო იქნება. 


 
„დღეს მსოფლიოში უკვე ღიად საუბრობენ covid-19-ის მეორე ტალღის საფრთხეზე და ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ჩვენ გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში დაგვჭირდება. ეს ის შეზღუდვებია, რომლებიც აუცილებელია, რომ გავუმკლავდეთ ვირუსს და ფრთხილად, მაგრამ ეფექტურად ავამუშაოთ ეკონომიკა. ჩვენი მთავრობის ძირითადი მიზანი და დევიზი გახლავთ ის, რომ ეს გამოწვევა, კრიზისი გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა პირველ რიგში ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების, შემდგომ წარმატების მისაღწევად. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ამ შემთხვევაში ჩვენი ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია, თუ როგორ დავიცავთ წესებს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას შევაფერხოთ და ვმართოთ ვირუსის განვითარების რისკები. ამიტომ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც  გვჭირდება ჩვენ ამ შეზღუდვების შესანარჩუნებლად, ამ შეზღუდვების უფრო ეფექტურად ასამუშავებლად, რა თქმა უნდა, საგანგებო მდგომარეობის გარეშეა. ჩვენ ამ თხოვნით მივმართეთ პარლამენტს, ეს მუშაობა მიმდინარეობს და იმედია, რომ იქნება გარკვეული შეზღუდვები, რომელიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის," - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი