„შალვა ნათელაშვილმა ჩაიტანა ივანიშვილის კრიმინალური დოსიე ოკეანის გაღმა, ეს ხომ იციან და უხერხემლოდ იყრიან მასზე ჯავრს“ - ნინო მეტრეველი
21-05-2020, 16:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შალვა ნათელაშვილის, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის ფოტომ მთელი სოციალური სივრცე მოიარა, განსაკუთრებულად გამძაფრებული ემოციებით ქოცები დაატარებენ და ამით ცდილობენ ამერიკიდან მოსული ამბის გადაფარვას, რომ ტიკ-ტოკის მოცეკვავე მათი ლიდერი შეიძლება ბუნკერიდან ვეღარასოდეს გამოძვრეს. თან შალვა ნათელაშვილი რომაა ამ საქმის მთავარი გმირი, მან ჩაიტანა ივანიშვილის კრიმინალური დოსიე ოკეანის გაღმა, ეს ხომ იციან და ჩვეულად უხერხემლოდ იყრიან მასზე ჯავრს. (ბიძინას მზეზე მლოცველ ნაცვლიშვილს გაფიცებთ).

 


მოკლედ და გასაგებად ვიტყვი. ეს ფოტო ნიშნავს, რომ ძალა ერთობაშია, მათ შორის უსამართლობასთან ბრძოლისას, ამჯერად - ოლიგარქის ახირებულ უსამართლობასთან.

 


რატომ უსამართლობასთან და იმ ხალხთან, რომელსაც როგორც წერთ, ადრე ვაგინებდით?

 


ვინ უარყოფს, რომ ამ ხალხს (სხვებსაც) ხშირად ვიხსენებდით ისე, როგორც გახსოვთ?! მერე თავად ბიძინას პროკურატურამ და სასამართლომ არ თქვა, ეგ ყველაფერი ტყუილიაო და არ გაამართლა? უგულავა ვადაზე ადრე მან არ გაათავისუფლა, ოქრუაშვილი საქართველოში მან არ დააბრუნა და მერე პოლიტპატიმრებადაც სოლოლაკელმა მზემ არ აქცია?! არ იყვნენ პოლიტპატიმრები? მაშინ რატომ გახდა ივანიშვილი იძულებული, სალომე პრეზიდენტის ხელით გაეთავისუფლებინა, ისინი?!

 


მოდით, შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილს „ოცნებების დირექტორმა“ არ მისცა ქვეყანაში დაბრუნების უფლება იმ ფიქრით, რომ ამის გამო მასზე სიცოცხლის ბოლომდე ილოცებდა? და რომ დაინახა ასე არ მოხდა, სწორედ მაგიტომ დაიჭირა. 20 ივნისს რომ პარლამენტში შეჭრა და გადატრიალება ხდებოდა, ეს ძალიან არასერიოზული თემაა, მაგრამ თუ ასე იყო, სახელმწიფო გადამტრიალებელი გაათავისუფლა პრეზიდენტმა? თან ისე რომ შეწყალებაზე არც დაუწერია?!

 


გიგი უგულავა თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის დაიჭირა პირველად, აი, ის ცნობილო 50 მლნ-იანი საქმე თაროზე შემოდო. ვადამდე რომ გაათავისუფლა გიგი ბიძინამ ისიც გემახსოვრებათ, სავარაუდოდ დიდი იმედებით, რომ ფეხქვეშ გაუგორდებოდა. არ მოისვენა უგულავამ და დაჭერით დასაჯა. დიახ, დასაჯა! კრიმინალურად, ოლიგარქიულად. ასეთებმა ხომ ასე იციან სამაგიეროს გადახდა!

 


ანუ, დაიჭირა ქვეყნის მმართველმა მაშინ, როცა თვითონ ჩათვალა საჭიროდ - პირადი ანგარიშსწორებისთვის და იმედები რომ ვერ გაუმართლეს სწორედ ამიტომ და მაგიტომაც გახდა იძულებული გაეთავისუფლებინა, პრეზიდენტის ხელით. არა? ეგ დემოკრატიულ მსოფლიოს უმტკიცეთ, აწი. აუცილებლად დაგიჯერებენ.

 


ჰოდა, ეგრეა! ფოტოზე აქცენტის გადატანით, ვერ შეცვლით თემას. ვოლსკის მრისხანე კომენტარები ვერ უშველის ბუნკერში ჩამძვრალ არქიფოს. მის საგმირო საქმებზე უკვე ამერიკის უმაღლეს ხელისუფლებაში მსჯელობენ და ამის მთავარი გმირი რომ შალვა ნათელაშვილია ეგ გაწუხებთ, თორემ ეს ოპოზიციური ერთობა რომ დროებითია და ლეიბორისტები დამოუკიდებლად ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ეს ცნობილია.

 


და ბოლოს, ყველა პრეტენზიით არქიფო ივანიშვილს მიმართეთ, რომლის გარეშეც მისი ოცნებების ასრულებულ ქვეყანაში, არაფერი ხდება, მათ შორის დაჭერა-გამოშვებები... თუ ოდესმე იპოვნით, რა თქმა უნდა“, წერს სოციალურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის“ ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი