„ცოტა ხნის წინ ვწერდი, რომ საქართველოში პოლიტიკური ლექსიკა გადავიდა პირად ურთიერთობების ენაზე და იმით შემოიფარგლა „მეგობარ, ჩემთვის სანდო, დიდი ხანია ვიცნობ"! დღეს კიდევე ერთი საფეხურით ავიწიეთ: ქვეყნის პრემიერის დანიშვას პოლიტიკასთან ან სახელმწიფო საქმესთან საერთო არაფერი ჰქონდა…. ეს მეგობრულ შეკრებას უფრო ჰგავდა (რომ არა ვთქვა კლანური) პერსონალური მადლობების გადახდით, პიროვნული დახასიათებით (სადღეგრძელოს ფორმით) პრემიერის, მისი ცოლის და …. სიდედრ-სიმამრის (!!!!)…. ამ ადამიანებს ერთმანეთში უთუოდ აწყობილი აქვთ ურთიერთობა და საქმეებიც …. მაგრამ ქვეყანას რა? ჩვენ მოვესწარით არა მხოლოდ პრემიერის მემკვიდრეობით დანიშვნას, არამედ პრემიერის ინსტიტუტის გაუქმებას და მის გადაქცევას დაქირავებულ მოსამსახურედ… არა როგორც გვეუწყებოდა ივანიშვილი „ხალხის დაქირავებულის“, არამედ ბევრად უფრო მარტივად ერთის ნებით არჩეულის და ერთის ნების მსახურად ქცეულის….“ წერდა სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე 2013 წლის 3 ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილის მიერ ირაკლი ღაიბაშვილის პრემიერ მინისტრად დასახელებიდან ერთი დღის შემდეგ. (ივანიშვილმა ღარიბაშვილის წარდგენის შესახებ განცხადება 2013 წლის 2 ნოემბერს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა).

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.