ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა ხალხისთვის დააფუძნა.
„ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რომ არ ვიყოთ პოლარიზები ტყვეობაში მყოფი პოლიტიკოსების იმედად. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ იდეების გარშემო, რომელიც უკეთეს ცხოვრებას არა არჩევნების შემდეგ, არამედ ყოველ დღე, ყოველ კვირა და ყოველ თვე მოგვიტანს. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა ავიღოთ მის მომავალზე პასუხისმგებლობა,” - აცხადება მოძრაობის ლიდერი.
როგორც ანა დოლიძე აღნიშნავს მოძრაობის მიზანია სუფთა ხელებით, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა - ხალხის ხელისუფლება ხალხისთვის.
„ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას და დღის წესრიგს „პოლარიზაციის მიღმა“, „...ისტების“ დრო უნდა დასრულდეს; ჩვენ ვირჩევთ სწრაფ სვლას მომავლისკენ და არა დაუსრულებელ ქექვას წარსულში; ჩვენ გთავაზობთ სახალხო სივრცეს, სადაც ერთად ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს მომავალზე - ეს ქვეყანა ჩვენია! ჩვენ მოვიგებთ ომს შიმშილთან, გვჯერა, რომ შესაძლებელია საქართველოს პოტენციალით ეკონომიკური ნახტომის გაკეთება; ჩვენ შევქმნით სამართლიან მართლმსაჯულების სისტემას; ჩვენ დავტოვებთ კორუფციას და ნეპოტიზმს წარსულში და შევქმნით კარგ მმართველობას, რომელიც წაიყვანს ქვეყანას წინ. ჩვენ შევქმნით ქართულ კულტურულ ფასეულობებზე დამყარებულ ევროინტეგრაციის ამოცანებთან და სწრაფ განვითარებასთან თანხვედრ ქვეყანას; შევქმნათ სამართლიან, თანასწორობაზე დაფუძნებულ ჯანსაღ გარემოს; ჩვენ უნდა შევქმნათ მუხტი და დავიბრუნოთ რწმენა სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის,“ - ასე მიმართა ანა დოლიძემ მანიფესტით ხალხს და მოუწოდა მათ გაერთიანებისკენ.
მოძრაობა ხალხისთვის გუნდის წევრები არიან: ლელა გულედანი; თამარ ჯაფარიძე, ნიკოლოზ გვაზავა, ნინო წულაძე, ხატია მირცხულავა, ლაშა ანაკიძე, მარიამ რუხაძე, ქეთევან მუსერიძე, ნიკო ქვაცაბაია, მაკა ტოხიშვილი
მოძრაობის ლიდერი - ანა დოლიძე
სამართლის დოქტორი (JSD) Cornell University; ანა დოლიძე იყო საიას თავმჯდომარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. მას აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო და ქართულ ორგანიზაციებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.