თავდაცვის სამინისტრო: სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამხედრო მოსამსახურეებს კუთვნილზე ნაკლები ხელფასი ჩაერიცხათ
22-05-2020, 09:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამხედრო მოსამსახურეებს კუთვნილზე ნაკლები ხელფასი ჩაერიცხათ, – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და აღნიშნავენ რომ უკვე რამდენიმე თვეა, სამხედრო მოსამსახურეები გაზრდილ ხელფასს იღებენ და მათ იმაზე ადრე ერიცხებათ შრომის ანაზღაურება, ვიდრე წინა წლებში.

 

 

„ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ მიზანმიმართულად გრძელდება არასწორი და ცრუ ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

 

 

სწორედ საზოგადეობის ჯეროვანი ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, რომ სიუჟეტში მოყვანილი ყველა პუნქტი არის ტყუილი. სიცრუეა მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სამხედრო მოსამსახურეებს კუთვნილზე ნაკლები ხელფასი ჩაერიცხათ. მოგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, სამხედრო მოსამსახურეები გაზრდილ ხელფასს იღებენ და მათ იმაზე ადრე ერიცხებათ შრომის ანაზღაურება, ვიდრე წინა წლებში. სამეთაურო რგოლის გარდა სახელფასო ანაზღაურება დამატებით გაზრდილი აქვთ GDRP-ის პროგრამაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსაც.

 

 

2020 წელს ქართული ჯარის ისტორიაში ახალ წელს პირველად გაიცა პრემია თავდაცვის ძალების სრულ შემადგენლობაზე.

 

 

კიდევ ერთი სიცრუე გავრცელებულ ინფორმაციაში ეხებოდა მშრალი ულუფის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერს, რომელიც არ დასრულებულა და წინასწარ შედეგზე საუბარი, სულ მცირე არაკორექტულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მით უფრო, რომ მიმდინარე ტენდერში მონაწილე კომპანიის დაკავშირება თავდაცვის მინისტრის ნათესავებთან ამორალურია, მაშინ, როდესაც აღნიშნულ კომპანიას უწყებაში, იგივე ტენდერები წლების წინაც აქვს მოგებული, როდესაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ იყო.

 

 

რაც შეეხება ჩოხების შესყიდვას, ჩოხები განკუთვნილი არის საპატიო ყარაულისთვის და საპროტოკოლო ღონისძიებებისთვის, რაც წლების განმავლობაში არ შეცვლილა. საპატიო ყარაულის ძირითადი დანიშნულება კი, საქართველოსთვის დაღუპული გმირებისთვის პატივის მიგებაა. აღნიშნული სიცრუის კამპანია მიზანმიმართულია თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი მიღწევების დისკრედიტაციისკენ“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი