უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ტურისტების მიღება მოხდება საერთაშორისო რეკომენდაციებისა და იმ რეკომენდაციების საფუძველზე, რასაც საკოორდინაციო საბჭო შეიმუშავებს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
„იქნება პირობები მათი ქვეყნაში შემოსვლის, გადაადგილებისა და მოძრაობის შესახებ. ჩვენ მაქსიმალურად ისეთ პირობებს დავაწესებთ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ძალიან მკაცრიც, რომ ადამიანს არ მოუნდეს შენთან ჩამოსვლა, მაგრამ უნდა იყოს ადვილად შესრულებადი და უნდა შეუწყო ხელი, რადგან იგივე ჩვენი მოქალაქეებიც უნდა გავიდნენ ზაფხულში სხვაგან და შესაბამისად ეს იქნება ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე", - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი ვარაუდით, შემოვა ე.წ. კოვიდის პასპორტის მსგავსი, რომ ბოლო 72 საათში უნდა იყო გამოკვლეული და უნდა გქონდეს უარყოფითი რეაქცია PCR-ით.
"პირველი იქნება მწვანე ქვეყნები, ალბათ შემოვა და შემოდის ასეთი ე.წ. კოვიდის პასპორტის მსგავსი, რომ ბოლო 72 საათში უნდა იყო გამოკვლეული და უნდა გქონდეს უარყოფითი რეაქცია PCR-ით, შემდეგ კიდევ ე.წ. მიდევნების აპლიკაციები არსებობს და ბევრი მექანიზმებია ამის, რომელის წარმატებით გამოყენებას უკვე იწყებს მაგალითად, ზოგიერთი პოპულარული ტურისტული ქვეყნები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.