ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკვიკვინიოში მდინარე მუნჩიასთან ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტი, საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება და მას შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.
პროექტის შესაბამისად 220 მეტრზე მოეწყობა გაბიონი, რაზეც 171 000 ლარამდე დაიხარჯება.
სოფელ საკვიკვინიოში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ.
გაბიონის მოწყობის შემდეგ მოქალაქეთა საკარმიდამო ნაკვეთები და გზის მონაკვეთი დაცული იქნება დატბორვისგან და ჩამოშლისგან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.