„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „სააკაშვილის დროს, პრაქტიკულად, არც ერთი ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში არ იჯდა“.
„პოლიტიკური პარტიის ლიდერი რომ ციხეში არ უნდა ჩასვა, ეს სააკაშვილმა იცოდა, თორემ ძალიან დიდი სიამოვნებით დამიჭერდა. ივანიშვილი ვერ მიხვდა ამას, რომ როდესაც 30 ოპოზიციური პარტია ზის ერთი მაგიდის ირგვლივ, მაშინ იქიდან ლიდერი არ უნდა ააცალო და ლიდერი არ უნდა დაიჭირო“, განაცხადა ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.