პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ის რაც გიგი უგულავასთან მიმართებაში მოხდა, ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა, ასე უპასუხა:
"მე ვისურვებდი "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი ანალიზი არა ბოლო ერთ კვირას დაუთმოს ან სამ წელიწადს, არამედ 10 წელიწადს და ძალიან მარტივად დაინახავენ, რომ ადამიანის უფლებები ის სფეროა, სადაც ქართულ სახელმწიფოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა და წარმატება. "ნაციონალურ მოძრაობას" თავად რომ მოეგვარებინა ეს პრობლემები და მართლმსაჯულება ყოფილიყო დამოუკიდებელი იმ დონით რა დონითაც დღეს არის, პატიმრების უფლებები დაცული ყოფილიყო იმ დონით, რა დონითაც ახლაა, პოლიტიკური ჩარევა სასამართლოში და მართლმსაჯულებაში ყოფილიყო ისე დაბალი, როგორიც დღესაა, ჩვენ საშუალება მოგვეცემოდა კიდევ უფრო წინ წაგვეწია ეს საქმე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, თუ "ნაციონალური მოძრაობა" რამის ანალიზს გააკეთებს, უმჯობესია დინამიკაში შეხედოს პრობლემებს.
"ნაციონალურ მოძრაობას" ვურჩევდი, რომ დინამიკაში შეხედოს პრობლემებს და ნათლად დაინახავენ, რომ პროგრესი სახეზეა. რაც შეეხება უკმაყოფილებას კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, ეს გარდაუვალი საკითხია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.