საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ იმ დღეს შეიტყო, როდესაც ამის თაობაზე სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა. „იმედინიუსის“ ინფორმაციით, წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და თვლის, რომ უგულავას და ოქრუაშვილის ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაში იყო.
წულუკიანმა თქვა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება „არის უსამართლო, ვინაიდან ჩვენ სისტემაში გვყავს 40-50 პატიმარი, რომელთა შეწყალებაც დღესვე შეიძლება“.
„მე არ მაქვს პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური რანგი და სტატუსი, არც პრემიერი გახლავართ. მე გავიგე შეწყალების დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციასთან დაამყარა კონტაქტი დოკუმენტებთან დაკავშირებულ ფორმალობებთან მიმართებაში. შესაბამისად, ვინაიდან დადგა ორი ადამიანის გამოსვლის საკითხი, რომლებსაც სხვათა შორის, ალბათ ნახეთ გარეთ რომ გამოვიდნენ, კარგად ვუვლიდით, რა თქმა უნდა, ფორმალობები იყო განსახორციელებელი, რადგან პრეზიდენტი საკნის კარს თავად ვერ აღებს. ამ დროს გახდა ჩემთვის ცნობილი ეს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ მათი ადგილი იყო იქ, სადაც იმყოფებოდნენ. ასე ვიტყოდი - პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, არის უსამართლო, ვინაიდან ჩვენ სისტემაში გვყავს 40-50 პატიმარი, რომელთა შეწყალებაც დღესვე შეიძლება და თუ იწყალებ ამ ორ, როგორც თავად თქვა, ოდიოზურ ფიგურას, შეიძლება ალბათ სხვების შეწყალებაზეც ფიქრი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.