წმინდა საყდრის ნუნციომ, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკურმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სამადლობელი წერილი გამოუგზავნა.
„საქართველოში აკრედირებული დიპლომატიური კორპუსი უაღრესად აფასებს იმ მუდმივ და შეუნელებელ ინტერესს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, და კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი კეთილდღეობისა და საჭიროებების მიმართ კრიზისის ყველაზე მძიმე წუთებში იჩენდა“ - ნათქვამია წერილში.
როგორც საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყურადღებიანი დამოკიდებულება და მუდმივი კონტაქტი დიპლომატებს ძალას მატებდა და კრიზისის დაძლევის იმედით აღავსებდა.
„საქართველოს ხელმძღვანელი პირებისა და ბევრი მოხელის შრომისმოყვარეობა, მოთმინება და მეგობრული დამოკიდებულება სამაგალითოა და ყოველთვის დასაფასებელი“ - აღნიშნულია წერილში.
წერილის ბოლოს, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკური იმედს გამოთქვამს, რომ ის მალე პირადად შეხვდება და მადლობას გადაუხდის საგარეო საქმეთა მინისტრს, მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს მთავრობის პროფესიონალიზმის, თავდადებისა და ხელმძღვანელობისთვის მადლიერების გამოხატვა სიტყვებით შეუძლებელია“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.