ჩვენ ყველა უნდა შევეგუოთ იმ ამბავს, რომ სანამ სასამართლოს განაჩენით არ არის ვინმე დამნაშავედ გამოცხადებული, მანამდე ადამიანი არის უდანაშაულო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"რაც შეეხება ბოლო ერთი კვირის მოვლენებს, თავისი ფორმით და პროცესით, ეს არ იყო ყველაზე უფრო საამაყო ფურცელი ჩვენს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ თავისი შინაარსით შესაძლოა, აღმოჩნდეს ერთ-ერთი გარდამტეხი მნიშვნელოვანი მოვლენა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ ამბავს, სანამ სასამართლოს განაჩენით არ არის ვინმე დამნაშავედ გამოცხადებული, მანამდე ადამიანი არის უდანაშაულო. რაც არ უნდა წარმოდგენები გვქონდეს ჩვენ მასზე, რაც არ უნდა მოგვწონდეს ვინმე, ან არ მოგვწონდეს, ყველა წინასწარ პატიმრობას აქვს თავისი ვადები და ყველა, მათ შორის, პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო ორგანოები უნდა ჩაეტიონ ამ ვადებში და ვერ გაგრძელდება ეს დაუსრულებლად. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ახალი სტანდარტი, ეს არის ნაბიჯი წინ, იქით, რომ შეზღუდული იყოს ჯერ კიდევ დამნაშავედ არცნობილი ადამიანის ციხეში ყოფნის ვადები", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დაამატა:
"მე პირადად, პრეტენზია იმაზე მაქვს, რომ წელიწადნახევარი არ უნდა გაგრძელებულიყო ეს საქმეები სასამართლოში და არა ის, რომ სასამართლოებმა დაასრულეს გადაწყვეტილებები და გამოიტანეს განაჩენი. ამ პროცესში ეს გარდაუვალია ამბავია, რადგან სასამართლოში ორი მხარე ცდილობს დაამტკიცოს თავისი სიმართლე და ორივე მხარეს ვუსურვებდი, რომ მეტი დამაჯერებლობა ჰქონდეს და მის ხელთ არსებული პროცედურული იარაღი იყოს გამოყენებული უფრო ცივილურად. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ფორმასთან დაკავშირებით ნაკლები პრობლემები გვექნება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.