საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 72 პროცენტი გამოჯანმრთელდა, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება იმ პაციენტების რაოდენობას, რომელიც „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით სტაციონარში იმყოფებიან.
„კოვიდ-19“-ის მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და გახდა 731. გამოჯანმრთელებულიც დაგვემატა ოთხი და არის 526. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე პროცენტულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის 72 პროცენტი. დადასტურებული 72 პროცენტი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე 193 პაციენტი მკურნალობს „კოვიდცენტრებში“. ეს დაახლოებით 26 პროცენტია. გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც საკმაოდ სოლიდურია და თითქმის ორჯერ მეტია სტაციონარში მკურნალობაზე მყოფ პაციენტებზე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.