ძალიან მომეწონა მათი რეაქცია, ოპოზიციას გოიმების წოდებით, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად მოვახვედრე. გოიმობასა და ქაჯობას ამდენი ხანია თავი ვერ დააღწიეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.
„სამწუხაროდ, სხვაგვარად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არ შეუძლიათ. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებას, ამ ამბავმა, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა საზოგადოების განწყობაზე, რადგან მას სამართლიანობის განცდა სჭირდებოდა. თუმცა საერთო პოლიტიკური სურათი მაინც არ შეცვლილა. ჩვენ ველოდებით საპარლამენტო არჩევნებს, სადაც ოპოზიცია კიდევ ერთხელ ძალიან მძიმედ დამარცხდება.
ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა ახალი ამბავი არაა. ისინი, როგორც უკვე გითხარით, 2012 წლის შემოდგომიდან გვიგზავნიან წერილებს. ჩვენი პარტნიორი ქვეყნიდან არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუციას მწვავე შეფასება არ გაუკეთებია. მათ კარგად იციან, რომ 48 მილიონის ქურდი არ შეიძლება პოლიტპატიმრად მოიხსენიო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.