ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე მიზანმიმართულად ახდენს ფაქტების დრამატიზირებას.
„ის როდესაც ამბობს, რომ არ იცის ნაჯახით, გიტარით თუ ჩონგურით თურმე მას მოსდევდა მამამთილი, ამაზეც არსებობს ვიდეომასალა და თუკი საჭირო გახდება, ჩვენ ვეცდებით, რომ საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, ასეთი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ნიკოლოზის მამას აქვს მუხლების სერიოზული პრობლემა, ანუ მას გადაადგილება უჭირს და ძალიანაც რომ სდომებოდა, ვერც ერთ ვარიანტში ვერ გამოეკიდებოდა. ეს არის ოჯახის დიდი ტრაგედია, ოჯახი არის განადგურებული“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ირმა ჭკადუას თქმით, ჩოგბურთელის ყოფილ მეუღლეს, სავარაუდოდ, ფინანსური ინტერესი ამოძრავებს და ბასილაშვილი პროვოკაციას აქამდეც ელოდა.
„ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იყო მოლოდინში, რომ მას გარკვეულ პროვოკაციას მოუწყობდნენ. ჩვენ ამის მტკიცებულებებიც გვაქვს. თუ საჭირო გახდება, ჩვენ იძულებული ვიქნებით, ესეც საზოგადოებას წარვუდგინოთ, რადგან არ შეიძლება მხოლოდ ერთი მხარის ინფორმაცია იცოდეს საზოგადოებამ და იმაზე დაყრდნობით აკეთონ შეფასებები. დასაკითხია ძალიან ბევრი მოწმე. გამოსათხოვია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ზუსტად იმას, რომ მოსალოდნელი იყო საფრთხეები ყოფილი ცოლის მხრიდან, პროვოკაციების კუთხით. ჩვენ წარმოვადგენთ ამას გამოძიებაში. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც უშუალოდ ესწრებოდა ამ დიალოგებს. ადგილი ჰქონდა მუქარას, რომ ის დაუნგრევდა კარიერას“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ „იმედის დღის“ ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.