22 მაისს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური ზემოქმედების შედეგად კახეთის რვავე რაიონში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა.
კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში სეტყვისგან დასაცავად სისტემამ 380 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა, დამუშავდა 2045 კვ.კმ საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასა.
რეგიონში სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან ფრონტალური ტიპის ღრუბლის მასები დღის პირველი ნახევრიდან ეტაპობრივად გავრცელდა და სრულად მოიცვა რვავე მუნიციპალიტეტი.
კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსალოდნელი მარცვლის ზომამ 51 მმ-ს მიაღწია,ხოლო სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, რამდენიმე საათიანი აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის უდიდესი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე წვიმის სახით ჩამოიცალა.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.