სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში" შემავალი სამედიცინო დაწესებულებების განვითარების პირველი ეტაპი იწყება,- განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, საწყის ეტაპზე "უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი) სრული რეაბილიტაცია-აღჭურვა განხორციელდება. მოხდება ცენტრის სრული აღდგენა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგება. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
„ონკოლოგიური საავადმყოფო არის სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტი საქართველოს ჯანდაცვაში და მისი სათანადო დონეზე პოზიციონირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ ამ დროისთვის ცენტრში მყოფი პაციენტების მკურნალობას და დისპოზიციას სხვადასხვა სტაციონარულ დაწესებულებებში, სადაც ისინი გააგრძელებენ მკურნალობას.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელფასო დავალიანება მიმდინარე 2 თვის განმავლობაში ანაზღაურდება.
„რაც შეეხება საავადმყოფოს მედპერსონალს, მოგეხსენებათ, მათ მიმართ არსებობს სახელფასო დავალიანება. სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას სახელფასო დავალიანების სრულ დაფარვასთან დაკავშირებით. მიმდინარე 2 თვის განმავლობაში დავალიანება სრულად ანაზღაურდება.“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.