ჩვენ სასამართლოს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, იმუშაოს დამოუკიდებლად, ვინაიდან მთავარი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაა, რომელ მხარესაც არ უნდა მოსწონდეს მიღებული გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველო არაა ის ქვეყანა, სადაც ყველა ციხეში ზის. “ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სასამართლო სისტემას, იმუშაოს დამოუკიდებლად.
შესაძლოა, ბევრი ისეთი გადაწყვეტილება იყოს, რომელიც ან ერთ მხარეს არ მოეწონოს, ან მეორეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებდეს.
საქართველო აღარ არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც იყო 99,9 გამამტყუნებელი განაჩენი და სადაც ყველა ციხეში იყო. ამიტომ ამ ტენდენციებს ობიექტურად უნდა შევხედოთ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების განცხადების საპასუხოდ კი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება უხეშად ერევა სასამართლო სისტემასა და სასამართლო გადაწყვეტილებების გამოტანაში, ბესელიამ თქვა:
“თუ სასამართლო განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული იყო, კეზერაშვილის მიმართ რატომ დადგა გამამართლებელი ვერდიქტი?! ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილებებს ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ არასოდეს საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არასდროს არ დამდგარა, ასეთ გადაწყვეტილებებს დღეს ჩვენ ვხედავთ სასამართლო სისტემაში. ჩვენ ვაძლევთ სასამართლოს შესაძლებლობას, რომ მათ მოსახლეობას მისცენ სამართალი”.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.