სალომე ზურაბიშვილი: „ახლა ყველაზე კარგად ჩანს, რა არის სწორი გზა, ესაა თანამშრომლობისა და მშვიდობის გზა, რომელზეც დგას საქართველო“
26-05-2020, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხვალინდელ მსოფლიოში ჩვენ ჩვენი თუნდაც პატარა, მაგრამ ღირსეული ადგილი შეგვიძლია, დავიკავოთ, ეს ნიშნავს ჩვენი პოტენციალის გადააზრებას და საზოგადოებისა და ეკონომიკის სწორი მიმართულებით წარმართვას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

 

 

„სამწუხაროა, რომ ამ გლობალური გამოწვევის დროს ყველამ ერთნაირად ვერ გააცნობიერა სოლიდარობისა და ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობა. ახლა ყველაზე კარგად ჩანს, რა არის სწორი გზა, ესაა თანამშრომლობის და მშვიდობის გზა, ის გზა, რომელზეც დგას საქართველო. თანადგომაზე უარის თქმა, დაძაბულობის ესკალაცია და ოკუპაცია კი, ანაქრონიზმია“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

 

 

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხვალინდელი ადგილი უდავოდ ევროპულ ბლოკშია, როგორც არ უნდა იცვლებოდეს იგი.

 

 

„ახალ მსოფლიოში ევროპა დიდი გამოწვევისა და სოლიდარობის ახალ ეტაპზე გადასვლის წინაშე დგება. ჩვენთვისაც კიდევ უფრო ნათელი ხდება, რომ მასთან მჭიდრო თანამშრომლობის ალტერნატივა არ გაგვაჩნია და, რომ ჩვენი ხვალინდელი ადგილი უდავოდ ევროპულ ბლოკშია, როგორც არ უნდა იცვლებოდეს იგი.

 

 

ასევე ამ ვითარებაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ მნიშვნელობას იძენს და კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება, რამეთუ როგორც ამ თვეებში გამოჩნდა, უშუალოდ სამხედრო გამოწვევების გარდა, ახალი გლობალური საფრთხეების წინაშეც დავდექით. ეს საფრთხეები მოითხოვს თანამშრომლობის მიმართულებების გაფართოებას, ამის მაგალითია ლუგარის ცენტრი და სამეცნიერო ურთიერთობები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო ეკონომიკის გადალაგების ფონზე, სადაც შავი ზღვის დანიშნულება კიდევ უფრო იზრდება, მისი უსაფრთხოების გასაძლიერებლად საქართველოსა და ნატო-ს ერთობლივი გეგმები კიდევ უფრო აქტუალური ხდება.

 

 

„ამავე დროს, ახალ გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველომ თავისი სპეციფიკურობა და იდენტობა უნდა შეინარჩუნოს. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ კულტურას, რომელიც არანაკლებად დაზარალდა ეპიდემიის პირველ ეტაპზე. ეს იმასაც ნიშნავს, რომ განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას, გარემოს, ე.ი. ჩვენს ბიომრავალფეროვნებას, იმას, რაც ჩვენი საგანძურიცაა და მსოფლიოსთვის ძვირფასი საცავიც“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი