2011 წლის 26 მაისის გამო დღემდე ბოდიში არ მოუხდია მაშინდელ ხელისუფლებას, რომელმაც ეს ჩაიდინა, დღემდე არ გაუთავისებია რამხელა დანაშაული ჩაიდინა, ეს არის შავი ლაქა ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.
„ეს იყო რეალურად უკვე იმ ხელისუფლების პირდაპირი სახე და პირდაპირ ეთერში ამის დემონსტრირება თითოეული ჩვენგანისთვის, რაც მიმართული იყო პირველ რიგში სწორედ ამ ყველაფრისთვის. ამ ძალადობის მიზანი იყო პოლიტიკური დაშინება თითოეული მოქალაქის, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია, სამწუხარო კიდევ ამ ყველაფერთან ერთად ის არის, რომ ადამიანებმა, იმ ხელისუფლებამ, ვინც ეს ჩაიდინა, დღემდე ელემენტარულად ბოდიში არ მოუხდია და არ გაუთავისებია თუ რამხელა დანაშაული ჩაიდინა, რადგან ეს არის შავი ლაქა ჩვენს თანამედროვე ისტორიაში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
2011 წლის 26 მაისს აქციის დარბევის დროს ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, 250-ზე მეტი კი დაშავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.