მე-12 საუკუნის ოთხთავს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში რესტავრაცია უტარდება
26-05-2020, 14:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივი“ ლახამულის ოთხთავის რესტავრაციას იწყებს. სოფელ ლახამულის რამდენიმე წარმომადგენელთან ეროვნულმა არქივმა  მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა, რომლის თანახმად, უნიკალური ხელნაწერი არქივში რესტავრაციისთვის 18 თვეს დაჰყოფს და ამ დროის შემდეგ სრულად რესტავრირებული სიწმინდე კვლავ სოფელს დაუბრუნდება.



სამუშაოებს საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის რესტავრატორები შეასრულებენ, რომლებიც არა მარტო პროფესიონალიზმით, არამედ მაღალი სანდოობითაც გამოირჩევიან.  ლაბორატორია 1942-43 წლებში დაარსდა, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში კი, იუსტიციის სამინისტროს ხელშეწყობით, თანამედროვე ევროპული სტანდარტის სარესტავრაციო ცენტრად ჩამოყალიბდა. სწორედ ეროვნული არქივის რესტავრატორებმა იმუშავეს ისეთ ძეგლებზე, როგორიცაა: ანჩის სახარება, დავით აღმაშენებლის ანდერძი, არაერთი სხვა, ქართული კულტურისათვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული საბუთი და ხელნაწერი.


რესტავრაციის პერიოდში მოხდება  ლახამულის ოთხთავის დეზინფექცია, მშრალი და სველი წესით დამუშავება, შეკეთება თანამედროვე მასალის გამოყენებით. ყველა ის ტექნიკური საშუალება, რაც დოკუმენტების რესტავრაციისას გამოიყენება, აპრობირებულია საერთაშორისო სტანდარტებით, იცავს დოკუმენტს და ზრდის მისი შენახვის ხანგრძლივობას.



იმ 18 თვის განმავლობაში, რომელიც ოთხთავის რესტავრაციას სჭირდება, ლახამულელებს და მეზობელი თემების წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება,  მათთვის სასურველ დროს  ეწვიონ არქივს და დააკვირდნენ რესტავრაციის პროცესს.



ლახამულის ოთხთავი მე-12 საუკუნის ძეგლია და მას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ოთხთავების გიორგი მთაწმინდელისეული რედაქციის შესწავლისათვის. ამ ხელნაწერს არაერთი მინაწერი ახლავს, რომლებიც უძვირფასეს ცნობებს გვაწვდის აფაქიძეთა ფეოდალური სახლის შესახებ. ეტრატის ფურცლებზე შესრულებულია 3 მინაწერი დოკუმენტი, რომლებიც მე-15 საუკუნეს მიეკუთვნება და   შეიცავს ცნობებს ლახამულის ხევის სოციალურ-ეკონომიკური,  სამართლებრივი და რელიგიური ყოფის შესახებ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი