ნათია თურნავა: „ვფიქრობ, ტრანსპორტი უახლოეს პერიოდში ამუშავდება, იმაზე მალე, ვიდრე ვგეგმავდით“
26-05-2020, 17:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კომპენსაციების გაცემის საკითხზე მთავრობის მიდგომა მაქსიმალურად ლიბერალურია, თუნდაც თვითდასაქმებულების მიერ შემოსავლის დადასტურების თვალსაზრისით.

 

 

„კომპენსაციების გაცემა არის ცოცხალი პროცესი. ჩვენი კომპენსაციების გაცემის გეგმა რაც მთავარია ყველა კატეგორიას ითვალისწინებს. მაქსიმალურად ლიბერალური მიდგომა გვაქვს იმ თვალსაზრისით, თუნდაც თვითდასაქმებულებმა როგორ დაადასტურონ რომ თვითდასაქმებულები იყვნენ და ეკუთვნით ეს კომპენსაცია. აქაც ძალიან ლიბერალურად ვუდგებით. კითხვები ბუნებრივია,რადგან ძალიან დიდია ინტერესი და ყველაფერი წავა ორგანიზებულად ისე, როგორც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი“, – განაცხადა თურნავამ.

 

 

მინისტრი ტრანსპორტის ამუშავების საკითხსაც შეეხო. მისი ვარაუდით, ტრანსპორტი დაგეგმილზე ადრე გაიხსნება.

 

 

„ტრანსპორტის გახსნაზე ვმსჯელობთ და ყველა რისკის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გაიხსნება, იმაზე უფრო მალე, ვიდრე ჩვენ ვგეგმავდით“,- დასძინა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი