თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მან სალომე ზურაბიშვილს ჯანმრთელობა და ბედნიერება, მეგობარ ქართველ ხალხს კი, კეთილდღეობა უსურვა.
"ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულითადად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს.
დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და გაგრძელდება სტრატეგიული თანამშრომლობის სანიმუშო ურთიერთობები, რეგიონული სოლიდარობის სამმხრივი და ოთხმხრივი ფორმატები და საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში საერთო ინტერესებზე დამყარებული ჩვენი მეგობრული თანამშრომლობა.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პირადად თქვენ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, მეგობარ ქართველ ხალხს კი, კეთილდღეობა", - აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.