საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქართველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
თავის მხრივ, გიორგი გახარიამ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიულოცა ახალი კოალიციური მთავრობის შექმნა და ისრაელის სახელმწიფოსა და ხალხთან მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.
მხარეებმა ისაუბრეს კოვიდ-19-ის მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ პრობლემებსა და იმ უსაფრთხოების ზომებზე, მათ შორის საერთაშორისო ფრენების აღდგენისა და ტურიზმის ამოქმედების კუთხით, რომელსაც სახელმწიფოები პოსტპანდემიურ პერიოდში მიმართავენ. ყურადღება გამახვილდა ე.წ უსაფრთხო დერეფნების კონცეფციაზე, რასთან დაკავშირებითაც საქართველოსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.
ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ორივე სახელმწიფომ შეძლო კოვიდ-19-თან ეფექტური ბრძოლა.
გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შედეგად, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც 1-ლი ივლისიდან შეძლებს ტურიზმის გახსნას და საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას ისე, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს როგორც საკუთარი მოქალაქეების, ისე სტუმრების ჯანმრთელობას, ამასთანავე უზრუნველყოს უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა. ასევე მისასალმებელია, რომ ისრაელი საქართველოს იმ 8 სახელმწიფოს შორის განიხილავს, რომელთანაც ტურიზმის გახსნას გეგმავს.
პრემიერ მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პროცესში მიღწეულ პროგრესზე. აღინიშნა, რომ პანდემიისგან შექმნილი გამოწვევების, მათ შორის ეკონომიკური სირთულეების დაძლევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.
მთავრობის მეთაურმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.