თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის აზრით, მეტროს მშენებლობის შემდეგ, დედაქალაქში "პანორამა თბილისის" მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა. ამის შესახებ ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართვის კომენტირებისას განუცხადა.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ის გაეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების წერილს, შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება რაც გასათვალისწინებელია, ხოლო რაც ვიღაცის პირად ემოციებზეა დაყრდნობილი, ყურდაღებას ვერ მიაქცევენ.
"მსგავსი პროექტი უნდა განხორციელდეს იმიტომ, რომ თბილისის იმ პრეტენზიის ქალაქია, რომელიც უნდა გახდეს არა მხოლოდ კავკასიის რეგიონული ცენტრი, არამედ ახლო აღმოსავლეთის. მსგავს პროექტებს, რომლებიც დაამშვენებს, გაალამაზებს ჩვენს დედაქალაქს, ბუნებრივია, ხელს შევუწყობთ", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე, წამყვანი ბრიტანული და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები "პანორამა თბილისის" მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან.
"მოგმართავთ თხოვნით, გადადგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ აღნიშნულ წინადადებაზე უარი ითქვას და თბილისის ისტორიული უბნები დაცული იყოს მშენებლობისგან", - ნათქვამია წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.