კასპში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა ფინალურ ეტაპზეა
27-05-2020, 12:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის სასწავლო კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და სამშენელო პროექტი ბოლო ეტაპზე, შენობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით აღჭურვაზე გადავიდა. ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

 

 

ახალი პროფესიული კოლეჯი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

 

 

ორას სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი თანამედროვე შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. პროექტის ჯამური ღირებულება 4,272,794.87 ლარს შეადგენს.

 

 

სამხარეო ადმინისტრაციის, მაჟორიტარის ხელმძღვანელობითა და კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე გამოიკვეთა რიგი პროფესიული პროგრამები, რომელთა სწავლება კოლეჯში დაინერგება: ელექტროშედუღება, ხარატი, მაღალი ძაბვის ელექტროობა, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები, ამწის ოპერატორ მემანქანე, ვეტერინარია, ტრაქტორისტ მემანქანე, მებაღე, მეხილე და ა.შ.

 

 

2020 წლის შემოდგომიდან კოლეჯი პირველ სტუდენტებს მომზადება-გადამზადების პროგრამებზე მიღებს.

 

 

შეგახსენებთ რომ, წელს პირველად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ხანგრძლივობა გაიზარდა და სასურველ პროგრამაზე დარეგისტრირება შესაძლებელია 20 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით კოლეჯების დისტანციური მხარდაჭერით ან/და ონლაინ www.vet.emis.ge 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი