აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბერლინში მოლაპარაკებები გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა სირიაში არსებულ სიტუაციასა და მიგრანტების საკითხზე ისაუბრეს. გერმანიის პირველი დიპლომატის მოსაზრებით, ომი სირიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება, თუ საერთაშორისო საზოგადოება თურქეთის, საუდის არაბეთის, ირანისა და რუსეთის ჩათვლით, ერთიან პოზიციას შეიმუშავებს.
თავის მხრივ, ჯონ ქერიმ განაცხადა, რომ კონფლიქტი სირიაში მხოლოდ პოლიტიკური გზით უნდა მოგვარდეს, თუმცა ვაშინგტონისთვის ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებაში დარჩენა მიუღებელია.
მიგრანტებზე საუბრისას, ჯონ ქერიმ აღნიშნა, რომ მომავალ წელს აშშ 100 000 მიგრანტის მიღებას გეგმავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.