საგანგებო მდგომარეობა და შემდგომ ყველა ნაბიჯი იყო აუცილებლობა, რომლებმაც მოგვცა შესაძლებლობა, გვეთქვა, ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელება აეყვანა კონტროლის ქვეშ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარდგენისას.
„მინდა, ორიოდე სიტყვით გითხრათ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც წინ უძღოდა ჩვენს მიერ მიღებულ გამკაცრების კონკრეტულ ნაბიჯებს და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას. დღეს საქართველოში არსებობს 297 სტაციონარი, სულ 17 514 საწოლზე. აქედან სპეციალიზირებული დანიშნულების ჰოსპიტალები რომ გამოვაკლოთ, რჩება დაახლოებით 10 000 საწოლი, აქედან ინტენსიური თერაპიის საწოლი დღეს ქვეყანაში არსებობს 2 290, მაგრამ რესპირატორული დაავადებებისათვის აღჭურვილი სპეციალური სასუნთქი აპარატებით გვაქვს 1 749 ერთეული საწოლი ადგილი, რომელიც იყო ტექნიკურად მზად, რათა Covid-ის პაციენტებისთვის ემკურნალა. მინდა, ყურადღება მივაქციოთ, რეანიმატოლოგები დღეს ქვეყანაში გვყავს 488, რომელსაც ერთდროულად შეუძლია მხოლოდ 1200 ინფექციური პაციენტის მომსახურება და ინფექციონისტი დღეს ქვეყანაში გვყავს 256 – დღეში შეუძლია 853 ინფექციური პაციენტის მართვა. საწოლების, სასუნთქი აპარატების და რაც მთავარია ექიმების რაოდენობის საშუალო რომ გამოვიყვანოთ, გვქონდა გარკვეული მოცულობა, რომელსაც ვხედავდით, რომ ქვეყანას შეუძლია სტაბილურად აი ამ მოცულობის Covid-ით დაავადებული პაციენტების მართვა. ეს იყო პერიოდი, როდესაც უკვე გამოჩნდა ქვეყანაში ასე თუ ისე ნორმალურად დასაბუთებული პროგნოზები, რომლებიც იყო საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული და გაჩნდა სამი მოდელი, რომელზე დაყრდნობითაც მთავრობა მოქმედებდა. ეს იყო პენსილვანიის უნივერსიტეტის მოდელი, რომელიც მიუთითებდა, რომ შიდა გავრცელებიდან 12-13 კვირის შემდეგ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იქნებოდა 5 950. შემდგომი გახლავთ ბაზელის უნივერსიტეტის მოდელი, რომელიც ამბობდა, რომ პირველი შიდა გავრცელების შემთხვევიდან 13-14 კვირაში ჰოსპიტალიზირებულების რაოდენობა იქნებოდა 5 100 და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მოდელი, რომელიც ამბობდა, რომ პირველი გავრცელებიდან 5-7 კვირის შემდგომ ქვეყანაში იქნებოდა დაახლოებით 3 000 შემთხვევა. ეს არ იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის ან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული კვლევები, ეს იყო დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული კვლევები, რომელიც ასევე ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის. ამ შემთხვევაში ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ჩვენ ვამბობთ ინფიცირებულების მკურნალობის რაოდენობას, აქ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ 20 პროცენტი ინფიცირებულების. საერთაშორისო ანალიზის საფუძველზე მკაფიოდ იყო ცნობილი და ეს იყო რეკომენდაციები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, რომ სტაციონარული მკურნალობა შეეძლოთ და ესაჭიროებოდათ მხოლოდ ინფიცირებულების 20 პროცენტს. მაგრამ ამან რა შედეგი გამოიღო იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ზოგიერთ ჩვენ მეზობელ ქვეყანაში, ეს ყველამ კარგად ვიცით და ყველა კარგად ხედავს“ – განაცხადა გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.