აღსრულების ეროვნული ბიურო გაიხსნა.
ბიუროში აცხადებენ, რომ აუცილებელია ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა მოქალაქეთა პორტალზე my.gov.ge.
„დაჯავშნისთვის საჭიროა: ეწვიოთ პორტალს; აირჩიოთ კატეგორია – იუსტიციის სახლში და ნოტარიუსთან ვიზიტის დაჯავშნა; შეავსოთ საკონტაქტო ინფორმაცია და ვიზიტის დასაგეგმად საჭირო ველები; ფილიალის ველში მიუთითეთ – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; მომსახურების ტიპში მიუთითეთ აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებზე განცხადებების მიღება; ვიზიტის დაჯავშნის დასტურად მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც აუცილებლად უნდა შეინახოთ მომსახურების მიღებამდე; მომსახურების მისაღებად უნდა გამოცხადდეთ ზუსტ დროს და წარადგინოთ მიღებული შეტყობინება; ვიზიტის ფარგლებში განცხადების წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ერთ სერვისზე; აღსრულების ეროვნულ ბიუროში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე; ბიუროში არ დაიშვებიან ბავშვები და თანმხლები პირები; დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (032) 2 749 649“, – აცხადებენ აღსრულების ბიუროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.