ჯუმბერ კირვალიძე: „ხელისუფლების წევრებმა კეთილი ინებონ და გაინახევრონ ამჟამინდელი ხელფასები“!
27-05-2020, 17:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსის პანდემიამ, ეკონომიკურად ისედაც ღარიბი ქვეყანა და ხალხი უფრო გააღარიბა, ამასთანავე, პოლიტიკურად ისედაც ნდობა დაკარგული ხელისუფლების მიმართ ხალხის უნდობლობა გაზარდა! ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიერ ოპოზიციის „არაკონსტრუქციულობით“ თავის მართლება არადამაჯერებელია, რადგან სულაც „რომ გაქრეს“ არსებული ეკლეკტური ოპოზიცია პოლიტიკური ასპარეზიდან, ეს ხალხის თვალში ხელისუფლების რეიტინგს ოდნავადაც არ გაზრდის, რადგანაც ხელისუფლებას არასამართლიანი მმართველობის გამო, კაი ხანია დაკარგული აქვს მორალური ავტორიტეტი!

 


2 თვის წინ ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ვერანაირი „იდეალური“ ანტიკრიზისული თუ პოსტკრიზისული სტრატეგიული გეგმა ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობის ვოტუმს ვერ გაზრდის, გარდა პირადი მაგალითისა, ანუ ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლების წევრებს ისევე შეეხო კორონავირუსის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, როგორც უბრალო ხალხს! დიახ, ხელისუფლების წევრების ჯიბეზეც ისევე უნდა აისახოს ეკონომიკური სიდუხჭირე, როგორც ქვეყნის რიგით მოქალაქეებზე! ამიტომ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების ყველა დონეზე (პარლამენტი, მთავრობა და სხვა), მისმა წევრებმა კეთილი ინებონ და - 1 წლის ვადით გაინახევრონ (50%!) მათი ამჟამინდელი ხელფასები (პრემიები, დანამატები თუ ბონუსები გაუქმდეს)! ხელისუფლებამ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იქონიოს ხალხის „თავისკენ შემობრუნების“ იმედი...

 

 

პოლიტოლოგი

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი