რუსული მონოპოლისტი ენერგო კომპანია სომხეთიდან გადის - “სომხეთის ელექტრო ქსელს” სომეხი ოლიგარქი სამველ კარაპეტიანი ყიდულობს?!
21-09-2015, 07:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსული კომპანია “ინტერ რაო”, რომელსაც მონოპოლიური პოზიციები აქვს სომხეთში ელექტროენერგიის მიწოდებისა და განაწილების საქმეში, ყიდის ამ ქვეყანაში თავის ასპროცენტიან შვილობილ კომპანიას- “სომხეთის ელექტრო ქსელს”. ეს ის კომპანიაა, რომლის გადაწყვეტილებამ ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის შესახებ ამ წლის ივნისში ერევანში საკმაოდ ძლიერი საპროტესტო აქციები გამოიწვია.


რადიო “თავისუფლების” სომხური სამსახურის ცნობით, “ინტერ რაო” ყიდის “სომხეთის ელქტრო ქსელს”, კვიპროსში დარეგისტრირებულ ოფშორულ კომპანიას – “ლიომანდ ჰოლდინგზ ლიმითედ”-ს, რომლის მფლობელები ჯერჯერობით არ არიან ცნობილი. სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “სომხეთის ელექტრო ქსელს” ყიდულობს სომეხი ოლიგარქი სამველ კარაპეტიანი, რომელიც Forbes-ის თანახმად, თავისი 4 მილიარდი დოლარის კაპიტალით რუსეთში მდიდარი ადამიანების ჩამონათვალში 26-ე ადგილს იკავებს.


საინტერესოა, რომ რუსული კომპანიის მიერ სომხეთის ენერგეტიკის სფეროში თავისი კაპიტალის გაყიდვა და მონოპოლიური პოზიციის დათმობა ემთხვევა ამერიკული კომპანიების მიერ ამ სფეროში მსხვილი კაპიტალის შეძენას. ამერიკულმა კომპანიამ “კონტურ გლობალმა” ამ წელს 180 მილიონი დოლარით იყიდა “ვოროტანის” ჰეს-ი, რომელიც მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება სომხეთის ენერგეტიკის სფეროში რუსეთის მონოპოლიური პოზიციების დანგრევის გზაზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი