თავდაცვის სამინისტრო: „ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტი, თავდაცვის სამინისტროს მიერ, თავდაცვის ძალების ღორის ხორცით მომარაგების შესახებ, შეიცავდა არაერთ მცდარ ინფორმაციას“
28-05-2020, 10:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ეხმაურება ერთ-ერთი ტელეკომპანიის სიუჟეტს, რომელიც სამინისტროს მიერ თავდაცვის ძალების ღორის ხორცით მომარაგებას შეეხებოდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიუჟეტი არაერთ მცდარ ინფორმაციას და უზუსტობას მოიცავდა.

 

 

ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც შეეხებოდა სამინისტროს მიერ, თავდაცვის ძალების ღორის ხორცით მომარაგებას, შეიცავდა არაერთ მცდარ ინფორმაციას, უზუტობას და მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

 


ზოგადად, საზოგადოებისთვის გვსურს მკაფიოდ განვმარტოთ, რომ მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია სამხედროების მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტით მომარაგება. შესაბამისად, ჯარი პირველად ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში სრულად მარაგდება ქართული, გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით. ხოლო, სიუჟეტში ნახსენები გაყინული ღორის ხორცი, გამოიყენება ჯარისთვის სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად და იმ გამონაკლისი შემთხვევებისთვის, როდესაც კრიტიკულად აუცილებელია გაყინული ღორის ხორცის შესყიდვა. ხაზგასასმელია, ისიც, რომ გაყინული ხორცის მარაგის შექმნის აუცილებლობა კიდევ უფრო გააძლიერა მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ. აქვე განვმარტავთ, რომ თავდაცვის უწყების სურსათით მომარაგებას ახორციელებს შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“, რომელიც ასევე მოქმედებს კომერციული მიზნებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს სხვა ობიექტების მომარაგებას" , - აღნიშნულია განცხადებაში.

 


სამინისტრო ასევე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს სახელმწიფო შესყიდვისას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას თავდაცვის სამინისტრო ადგენს.

 

 

„კიდევ ერთი ტყუილი სიუჟეტში შეეხებოდა ინფორმაციას, თითქოს სახელმწიფო შესყიდვისას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას თავდაცვის სამინისტრო ადგენს. არადა უწყება მხოლოდ სატენდერო პირობებს განსაზღვრავს, ხოლო გამარჯვებულს შესყიდვების სააგენტოს სატენდერო კომისია ავლენს.

 


ასევე, მორიგი ფაქტობრივი ტყუილია ისიც, რომ თითქოს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ხელშეკრულების ღირებულების თანხა(706200 ლარი) მიიღო, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს,ვინაიდან კომპანიას აღნიშნული ხელშეკრულებიდან არცერთი ლარი არ მიუღია. 
ასევე, ყურადღება იყო გამახვილებული იმაზე თითქოს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელმაც ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები არ შეასრულა, თავდაცვის სამინისტრო მიზანმიმართულად არ უწყვეტს ხელშეკრულებას. 

 


გვსურს განვმარტოთ, რომ შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“-მ ჯერ კიდევ 30 მარტს ოფიციალური წერილით მიმართა შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიას, აღნიშნულ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. მიმართვის მიზეზი კი იყო ის, რომ 30 მარტის მდგომარეობით არ განხორციელებულა მხარეთა შორის 2020 წლის 24 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაყინული ღორის ხორცის მოწოდება შპს „ლუკა 2005“-ისგან. მოცემული სწრაფი და დროული რეაგირება კიდევ ერთხელ ადასტურებს თავდაცვის სამინისტროში მოქმედი კონტროლისა და შემოწმების მექანიზმების ეფექტურ მუშაობას და საქმიანობას.

 


შემდგომი გადაწყვეტილებები კი (ხელშეკრულების გაწყვეტა თუ სხვა) კანონით არ შედის თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილებაში დ ა ეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კომპეტენციაა” , - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი