გიორგი გახარია: „წინ გველის ურთულესი 6 თვე და ჩვენ ისევ გვაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების, სამართლიანობის და თანადგომის იმედი, ერთად გავიმარჯვებთ“
28-05-2020, 11:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ჩვენ საინტერესო, ზოგჯერ ცხარე დისკუსია, მსჯელობა, გვქონდა. ამ ტრიბუნიდან და ამ დარბაზში ბევრი მადლობა ითქვა, რასაც არ დავუბრუნდები, რადგან არავინ არ გამორჩენილა, მაგრამ მინდა, საბოლოო ჯამში გულწრფელი და უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეს - თანადგომისთვის, გონიერებისთვის და სამართლიანობისთვის. ეს ჩვენი საერთო ნაბიჯებია, ეს ჩვენი საერთო მიღწევებია და ამ მიღწევას ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვიძლია საბოლოოდ დავარქვათ გამარჯვება, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ პირველი ტალღა გადავლახეთ, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთობლივი ძალისხმევით უნდა აღდგეს ქვეყნის ეკონომიკა და დაუბრუნდეს ნორმალური შემოსავალი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ოჯახს.

 

 

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ გლობალური პანდემია ეკონომიკაზე თავისი ზემოქმედებით თითოეული ქართველის ოჯახში მივიდა. ბევრ ადამიანს გაუჭირდა. ყველას კარგად გვესმის და ყველა კარგად ვხედავთ, რომ ჩვენი, სახელმწიფოს დახმარება მოქალაქისთვის უნდა იყოს უფრო მეტი, უფრო ქმედითი, უფრო სწრაფი. ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა ადამიანი, ვისაც ამის საჭიროება ექნება, ამ დახმარებას, თანადგომას სახელმწიფოს, ხელისუფლების და მთავრობის მხრიდან მიიღებს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გველის ურთულესი 6 თვე, რომლის განმავლობაში ჩვენ ისევ გვაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების, მისი სამართლიანობის და თანადგომის იმედი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენ ერთად დავამარცხებთ და გამარჯვებული გამოვალთ ყველა ამ წინააღმდეგობიდან და პრობლემიდან. ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, ის ჯერ კიდევ აქ არის. ყველამ ერთად უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და დავაბრუნოთ ნორმალური შემოსავალი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ოჯახში", - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მომდევნო 6 თვე იქნება ურთულესი, როგორც ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიური მიმართულებით, ასევე, ეკონომიკური პრობლემების გადალახვის, ეკონომიკური აღორძინების თვალსაზრისით და ამავდროულად, ამ პერიოდში ქვეყანაში უნდა ჩატარდეს სანიმუშო არჩევნები.

 

 

„ჩვენ უნდა ჩავატაროთ ქვეყანაში ისეთი არჩევნები, რომ არავის მივცეთ შესაძლებლობა, განმეორდეს ის, რაც დღეს ხდება - როდესაც ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენება ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლის საკითხი, პოლიტიკური სპეკულირებისა და პოლიტიკური ქულების დასაწერად, ადამიანები არ ერიდებიან პროვოკაციების საშუალებით სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრული, ღრმა ურთიერთობების რისკის ქვეშ დაყენებას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილად. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, უაღრესად რთული და გამოწვევებით სავსე 6 თვე გველის. ჩვენ აქაც გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ აქაც გვაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების, სამართლიანობის და თანადგომის იმედი. ჩვენ არ ვამბობთ შემთხვევით, რომ ყველას, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, შეგვიძლია ეს კრიზისი ამ ქვეყნისთვის შესაძლებლობად ვაქციოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

პრემიერ მინისტრი მიიჩნევს, რომ ასეთი კრიზისების ეფექტურად გადალახვით, ქვეყანა ხდება სახელმწიფო.

 

 

„ეს კრიზისია, როდესაც ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს ვანახოთ, როგორ შეუძლია პატარა ქვეყანას, ეფექტურად მართოს გამოწვევები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ვაქციოთ კრიზისი შესაძლებლობად, აქ არ არის საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვაზე, ეკონომიკაზე, მათ შორის, ჩვენს სოციალურ ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე. ეს კრიზისი შესაძლებლობაა ოპოზიციისთვისაც, სამწუხაროდ, თუმცა, როგორ იქნება გამოყენებული, ამას დრო ანახებს, ეს ჯერ არავინ იცის. ერთი რამ მინდა გითხრათ - ასეთი კრიზისებით, მათი ეფექტურად გადალახვით, ქვეყანა ხდება სახელმწიფო, ეფექტური, წარმატებული სახელმწიფო. ჩვენ ეს შესაძლებლობა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქესთან ერთად, ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მივცემთ შესაძლებლობას, მიიღოს მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის ეფექტურ, წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი