მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომლებიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მთელ მსოფლიოში, ეს გამოცხადებები, გაჭირვება და განსაცდელი გვიწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ. ეს ყველაფერი ჩვენთვისაა. გარკვეული მისიითა და მიზნებით, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა.
„ყველას გილოცავთ ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როდესაც მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას და ხალხს, მაგრამ სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი ამბობს, მე თქვენ შორის ვარ. უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ.
როცა ჩემთან მოდიან სტუმრები, მოაქვთ ყვავილი ან რამე საჩუქარი, მე ვეუბნები-გაიხარე და გაგვახარე. გაძლევთ კურთხევას თქვენც ასე უთხრათ. ადამიანი სიხარულისთვის არის გაჩენილი.
ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი. უფალთან უნდა ვიყოთ. მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომლებიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მთელ მსოფლიოში, ეს გამოცხადებები, გაჭირვება და განსაცდელი გვიწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ. ეს ყველაფერი ჩვენთვისაა. გარკვეული მისიითა და მიზნებით. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება, ეს არის წუთისოფელი, ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ სტუმრები ვართ და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება. ჩვენ ვიცით გამოთქმა - ღმერთს ებარებოდეთო.
სანამ მიწაზე ვართ, ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში მუდმივად უფალთან უნდა ვიყოთ, გვახსოვდეს ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, ვცხოვრობთ სხვებისთვის.
ადამიანი, რომ იყოს ბედნიერი უნდა იცხოვროს სხვებისთვის, სხვა გაახაროს, აი ამას გისურვებთ. გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ღმერთი არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ. არ დაითრგუნოთ, არ დაითრგუნოს თქვენი გონება, თქვენი იმედი. ღმერთი მუდამ ჩვენთანაა. გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ“, - განაცხადა წირვისას ილია II-მ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.