რეფორმის შედეგად ახალი წესით არჩეული იქნება ახალი მთავარი პროკურორი - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ განუცხადა, თუმცა როგორც მან დააკონკრეტა, პროკურატურაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.
"პროკურატურაში გამოცხადებულია რეფორმა, რომელიც ჩატარდება. ამ რეფორმის შედეგად ახალი წესით არჩეული იქნება ახალი მთავარი პროკურორი, ამას გიდასტურებთ", - განაცხადა გოგაძემ, რომელმაც მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილს შემცვლელზე კომენტირებისას ჟურნალისტები იუსტიციის მინისტრისკენ გადაამისამართა.
"აღნიშნულ საკითხზე არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ადრესატი, რომელთანაც შეგიძლიათ ისაუბროთ, ეს არის იუსტიციის მინისტრი", - განაცხადა გოგაძემ.
პარლამენტმა მესამე მოსმენით მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა, რომელიც პროკურატურის სისტემის რეფორმირებასა და მთავარი პროკურორის ახალი წესით მოხსნა-დანიშვნას ითვალისწინებს.
კანონპროექტების შესაბამისად, საპროკურორო საბჭო იქმნება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი პირები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ასევე იქნება საქართველოს პროკურორთა კონფერენცია.
შემოდის საგანგებო პროკურორის ცნება, ფუნქციები და ამოცანები. ახლებურად განისაზღვრა მთავარი პროკურორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესი. განისაზღვრა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება და როლი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.