ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა
28-05-2020, 17:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

28 აპრილს, ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. 
სხდომაზე განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულის (ქალაქი ხობი) ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისთვის სახელის გადარქმევისა და უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“  საკრებულომ გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიასთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება სტალინის ქუჩისთვის  საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებისა და ბერიას ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელის მინიჭების თაობაზე. რაც შეეხება უსახელო ქუჩა N1 მიენიჭა დიდი საეკლესიო მოღვაწის არქიმანდრიტ ალექსი მირცხულავას სახელი (საზღვრები: ე.წ. „ფუნიკულიორის აღმართი“ - არკადი მორგოშიას საკარმიდამო); უსახელო ქუჩა N2 მიენიჭა ცნობილი თეატრალური ოჯახის წარმომადგენლების პიერ და ბადრი კობახიძეების სახელი, (საზღვრები: კვეთა მეუნარგიას ქუჩასთან - კვეთა კოლხეთის დასახლების ცენტრალურ შესასვლელ გზასთან); უსახელო ქუჩა N3 მიენიჭა  „კოლხეთის“ სახელი (საზღვრები: კოლხეთის შესასვლელი - ყოფილი კოლხეთის მეურნეობის საცხოვრებელი ბინები) და უსახელო ქუჩა N4 მიენიჭა სახელოვანი ლოტბარის ალიოშა  ბერაიას სახელი (საზღვრები: მამუკა ალექსანდრიას საკარმიდამო - ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეული).
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა  განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის  მერისთვის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების  უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (აღნაგობის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის  მიცემის  შესახებ“, რომლის საფუძველზეც ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის  ნაკვეთი, უსასყიდლოდ სარგებლობის  უფლებით,  ტაძრის  მშენებლობისთვის  გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი