ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მარწყვის სასათბურე მეურნეობა „შამათია“, კოოპერატივის თავმჯდომარესთან, ირაკლი თოდუასთან ერთად დაათვალიერეს.
კოოპერატივმა „შამათიამ“ ENPARD-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“ ფარგლებში მიღებული გრანტით და საკუთარი ფინანსური სახსრებით სასათბურე მეურნეობა მოაწყო.
კოოპერატივის თავმჯდომარის ინფორმაციით მარწყვის მოვლა-კრეფაში 10-მდე ადგილობრივია დასაქმებული; მოსავალი ყოველ წელს იზრდება და წელს 12 ტონამდე მოსავალს ელიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.