საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში, ხელისუფლებაში და ოპოზიციაში, მასმედიაში, სოცქსელებში, როდესაც პოლიტიკურ თემებზე მიმდინარეობს სჯა-ბაასი, მუდამ გაისმის სხვადასხვა ურთიერთბრალდებები, მათ შორის ყველაზე ხშირად ასეთი შინაარსის, - შენ ხარ "პრო", შენ ხარ "ანტი"! დიახ, მაყურებლის, მსმენელის თუ მკითხველის მიერ, მოზღვავებული ინფორმაციული ნაკადი ხშირად მცდარად არის აღქმული, რადგან სიმართლის და სიცრუის გარჩევა რთულია რიგითი ადამიანისთვის!
ეს ყველაფერი, ჭკვიანი მტრის მოფიქრებულია და მიამიტი მოყვრის მიერ ატაცებული და გავრცელებული, რასაც დაუმსახურებელი ცილისწამების ნიაღვარი ახლავს თან, რის შედეგადაც, უწინარესად ჩვენი სამშობლოს ეროვნული ინტერესები ზარალდება!! დღეს, ანტი-ევროპული, ანტი-ნატოური და პრო-რუსული პოლიტიკური რიტორიკა, ისეთივე ანტი-ქართულია, როგორიც პრო-ამერიკული, პრო-ნატოური და ანტი-რუსული(!) პოლიტიკური რიტორიკა! - რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და დე-ფაქტო სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე (საქართველოს იურისდიქციიდან გასული სეპარატისტული რეგიონები და რუსული ოკუპაცია), "პრო"-ქართული პოლიტიკური რიტორიკაა სწორედ ის, რომელიც უწინარესად მიმართულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ, რაც შეუძლებელია განხორციელდეს - დასავლეთის და რუსეთის აქტიური დიალოგის, კომპრომისის და მათ შორის გეოსტრატეგიული შეთანხმების გარეშე!
გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა-შენარჩუნება, მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი! აი, ეს გახლავთ "პრო"-ქართული ვექტორი და არა ზევით ნახსენები ორი სხვა, სადაც პირველ შემთხვევაში (პრო-დასავლური), საქართველო ვერ აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, მეტიც, შეიძლება მისი ტერიტორიული რღვევა გაგრძელდეს, ხოლო მეორე შემთხვევაში (პრო-რუსული), საქართველო საბოლოოდ გახდება რუსეთზე დამოკიდებული "ვასალიტი"!.. საქართველო და ქართველი ხალხი დიდი ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი იყო და არის (ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაცია), თავისი ათასწლოვანი კულტურით, ქრისტიანული სარწმუნოებით, ეროვნული მენტალიტეტით! მაგრამ, თუ ისევ, ქართული სულსწრაფობა და სიბრიყვე გამოვავლინეთ, რაც არაერთხელ დაგვმართია, მაშინ ჩვენს ძირძველ ტერიტორიებთან ერთად, სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტსაც დავკარგავთ და მომავალი განვითარების პერსპექტივასაც!!!
პოლიტოლოგი
ჯუმბერ კირვალიძე
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.