საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მას კარგად ესმის, რომ ის დახმარება, რასაც მთავრობა კრიზისულ პერიოდში ახერხებს, მოქალაქეებისთვის საკმარისი არ არის, თუმცა, მისივე თქმით, ადამიანთა გარკვეული ნაწილი გაჭირვებაზე, სიღარიბეზე პოლიტიკური ქულებისა და დივიდენდების მიღებას ცდილობს.
„სამწუხაროდ, პრობლემა გახლავთ იმაში, რომ როდესაც ადამიანები უმწვავესი კრიზისის დროს, როდესაც ჩვენი მოქლაქეების სიცოცხლისთვის ვიბრძვით, რათა ადამიანებს ოჯახში მისატანი შემოსავალი შეუნარჩუნოთ, მაშინ სპეკულირებენ და პოლიტიკური ქულებისა და დივიდენდების აკრეფას ცდილობენ გაჭირვებაზე, ადამიანების სიღარიბეზე.
ძალიან კარგად მესმის, რომ ის, რასაც დღეს ჩვენ ვახერხებთ, ჩვენი შეზღუდული რესურსებით, მივეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, არის საკმარისზე ნაკლები, საჭიროზე ნაკლები, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, იყო მხოლოდ ადამიანის ინეტერესებიდან გამომდინარე და ადამიანზე ზრუნვით. ყველა ის პროგრამა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობამ წარადგინა, ნიშნავს ფერმერზე ზრუნვას, მასწავლებლებლებზე ზრუნვას, პოლიციელზე ზრუნვას და საბოლოო ჯამში ჩვენს მოქალაქეზე ზრუნვას. სამწუხაროდ, გამოდის, რომ ჩვენს ოპოზიციას უბრალოდ კომპეტენცია არ ჰყოფნის და ვთვლი, რომ ეს ქვეყანა უფრო უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს“,- განაცხადა გახარიამ პარლამენტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.